პროექტები

წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ მრავალი მნიშვნელოვანი და მაშტაბური პროექტის განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა.

Vake Plaza

დაყენდა 34 Mitsubishi Electric VRF გარე ბლოკი (ჯამური სიმძლავრე 1,400 მეგავატი) და მოდინებითი სავენტილაციო დანადგარები საათში 115,000 მ³ ჰაერის მოცულობით. P3Italy-ის ალუმინისა და ჰიდროტეკ პოლიურეთანის სავენტილაციო ჰაერსატრები და Systemair-ის სახანძრო სისტემები უზრუნველყოფენ მაღალი უსაფრთხოების სტანდარტებს.

Jaguar & Land Rover

გათბობა და გაგრილების კლიმატური სისტემა აწყობილია Mitsubishi-ის VRF ბლოკებით. შენობა დაყოფილია სამ დამოუკიდებელ ზონად და იმართება ცენტრალური პულტიდან. ვენტილაციისთვის გამოყენებულია Mitsubishi Electric-ის რეკუპერატორი 80%-იანი ეფექტურობითა და ტენიანობის კონტროლით. Land Rover-ისა და Jaguar-ის სერვის ცენტრის თანამშრომლებისთვის, იდეალური სამუშაო პირობების შესაქმნელად, სისტემა უზრუნველყოფს გაფილტრულ, 100%-იან სუფთა ჰაერს, რეცირკულაციის გარეშე და გამონაბოლქვის ცენტრალიზებულ გამწოვს.

The Groove Design Hotel

სასტუმროს კლიმატური სისტემა აწყობილია ეგრეთწოდებული ფანკოილებიანი პრინციპით. სითბოს გენერაციიისათვის გამოყენებულია გაზზე მომუშავე ქვაბები,  გაგრილებისთვის კი სახურავზე განთავსებულია ჩილერები. აღნიშნული სამაცივრე დანადგარები  თბური ტუმბოს პრინციპითაა, რაც გვაძლევს საშუალებას, გაზის მოწოდების შეფერხების დროს, გათბობა ვამუშაოთ სარეზერვო სქემით, ელექტროენერგიის გამოყენებით. ყველა ნომერს მიეწოდება სუფთა ჰაერი სავენტილაციო რეკუპერატორული დანადგარით. სამზარეულო,  საკონფერენციო და საერთო სარგებლობის სივრცეები აღჭურვილია დამოუკიდებელი სავენტილაციო დანადგარებით. დამონტაჭებულია სახანძრო დამწნევი სისტემაც. სველ წერტილებში კი მოწყობილია იატაკის გათბობა.

→ პარტნიორი კომპანიები